საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ნუცუბიძის IV მ/რ-ში. აღნიშნული ტერიტორია გამოირჩევა ბორცვიანი რელიეფით, ნიშნულებს შორის სხვაობა 0.00 ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე +3.00 მეტრამდეა. შენობის ცენტრალური ფასადი წითელი ხაზიდან 3.60 მ-ით არის შეწეული, რამაც გამოიწვია ტერიტორიის ორ ზონად დქაყოფა. შენობა არის სამ სართულიანი, რადგან ნიშნულებს შორის სხვაობა არის 3 მ-მდე უკანა ფასადი ნაწილობრივ გრუნტით არის დაფარული. II სართული უკანა ფასადის მხრიდან 1.50-დან 2 მ-დეა აწეული მიწის დონიდან. საპროექტო შენობა კარკასული ტიპის კონსტრუქციის არის, მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებული იქნება; აგური და ბაზალტი. ასეთი ტიპის გადაწყვეტა , ხელს შეუწყობს საპროექტო შენობის შერწყმას სივრცესთან.