პროექტი არის კარკასული ტიპის კონსტრუქცია, მთავარი შესასვლელი როგოც ფოტოებზე ხედავთ დომინანტად არის გამოყენებული, რაც პროექტირების დროს მთავარი იდეა იყო. ესეთმა ტიპის გადაწყვეტამ მას შესძინა საინტერესო ვიზუალი და ხელი შეუწყო მის გარემოში შერწყმას. ცენტრალური ფასადი მიმართულია არაგვის ხეობისკენ და ინტერიერიდან იშლება საინტერესო ხედები, რაც ქმნის მყუდრო გარემოს ინტერიერში.